LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სადაც ვცხოვრობ, ჩემი სახლი არ არის, მანდ მიგვყავს ხოლმე ადამიანი, როცა გარეთ დარჩება… ძალიან დიდი ხნის შემდეგ, ძლივს დავითანხმე, გაიყინები, გეხვეწები, უნდა წავიდეთ-მეთქი“ – რას იხსენებს აკა სინჯიკაშვილი

241
აკა სინჯიკაშვილი

საშა კაცმანის იუთუბ-გადაცემის – „კაცმანის სხვა პოდკასტის“ ერთ-ერთი გასული ეპიზოდის სტუმარი მოხალისე, სცენარისტი და საზოგადოებრივი აქტივისტი აკა სინჯიკაშვილი იყო.

აკა სინჯიკაშვილმა პოდკასტში ვრცლად ისაუბრა მოხალისეობრივ საქმიანობაზე, საკუთარ თავზე და სხვა მრავალ ამბავს შორის, ერთ-ერთი ემოციური ისტორია გაიხსენა.

„სადაც ვცხოვრობ, ის ჩემი სახლი არ არის. მანდ მიგვყავს ხოლმე ადამიანი, როცა გარეთ დარჩება. მე ერთი ადგილი მყოფნის დასაძინებლად, იქ კიდევ ერთი ოთახია და იქ ხან ორი ადამიანი წევს. თუ კიდევ ვინმე დაემატა, მე დედაჩემთან ვრჩები ხოლმე.

ეს გოგო ძალიან დიდი ხნის შემდეგ, ძლივს დავითანხმე, გაიყინები, გეხვეწები, ჩემთან უნდა წავიდეთ და იყო-მეთქი. სანამ არ დარწმუნდა, რომ უბრალოდ ოთახში იქნებოდა, იქ არავინ არ შეაწუხებს, არ დაუკაკუნებს…

უბრალოდ საჭმელს ვუმზადებდი, კარზე მივუკაკუნებდი, დავუტოვებდი, გამოვდიოდი მთელი ზამთარი. ის ვიცი, რომ სახლში მას მაინც ვერ გააჩერებ, მაგრამ რომ არ გაყინულიყო, თვითონაც მიხვდა, რომ გაიყინებოდა, იმიტომ, რომ გარეთ საშინელი ყინვა იყო და რამდენჯერმე ქუჩაში, ღამითაც შეაშინეს“, – იხსენებს აკა სინჯიკაშვილი „კაცმანის სხვა პოდკასტში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g