ახლახან გრიბოედოვის თეატრმა უმასპინძლა მაესტრო ზვიად ბოლქვაძესა და უსაყვარლეს მომღერლებს „პირველი არხის“ მუსიკალური პროექტიდან „რანინა“.
საღამოდან ამონარიდები შემოგვთავაზა „რანინას“ გამარჯვებულის, ანიტა აბგარიანის დედამ, თეონა დოლიძემ.
„უნიჭიერესი ბავშვები, მაესტრო შეუფასებელი…“
„სიმღერები, რომლებიც სიცოცხლეში ამ ადამიანების შესრულებით აუცილებლად უნდა მოისმინო. მადლობა საოცარი კონცერტისათვის…“
„სადაც ზვიადია, იქ დღესასწაულია…“
„საოცარი ბავშვები და საოცარი, უნიჭიერესი ზვიადი!… გილოცავთ!“
ანიტა აბგარიანმა კონცერტზე ორი სოლოსიმღერა შეასრულა და მსმენელისგან დიდი კომპლიმენტები მიიღო:
„ამ ბავშვის ნიჭიერებას საზღვარი არ აქვს…“
„შეუდარებელი ვარსკვლავი ხარ ანიტა…“
