ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან ერთად საქართველო-ბარსელონას მატჩს დაესწრო.
მსახიობმა სალომე შარვაძემ წყვილი მაშინ გადაიღო, როცა დავით კოდუა ალექსანდრას ფოტოებს უღებდა.
„საიდუმლო ამოხსნილია, ვინ უღებს ფოტოებს ალექსანდრა პაიჭაძეს,“ – ამბობს სალომე შარვაძე ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
„როგორ მომწონს ეს ცეცხლი წყვილი, ორივე რა ძალიან საყვარელია“, „იყავით ბედნიერები“ – აღნიშნავენ სოცქსელში.