თამო ვაშალომიძე სიახლეს აანონსებს.
ვაშალომიძე აღნიშნავს, რომ საინტერესო ქასთინგში იღებს მონაწილეობას, რომელიც პარიზში, ლონდონსა და მილანში ტარდება.
„ხომ მიცნობთ, იცით, როგორ მიყვარს სიახლეები და ახალი გამოწვევები.
დღეს გადაღება მქონდა არა მხოლოდ Tamoskin-ისთვის, არამედ ახალი გამოწვევისთვისაც. საინტერესო ქასთინგში ვიღებ მონაწილეობას, რომელიც პარიზში, ლონდონსა და მილანში ტარდება.
ყოველთვის უნდა ცადოთ და არ შეგეშინდეთ — თუ არ გამოვა, იმას მაინც ვიტყვით, რომ ვცადეთ.
შედეგებს აუცილებლად გაგიზიარებთ,“ – წერს თამო ვაშალომიძე.
