LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სახეზე რომ შევხედე, ის ამბავი აღმიდგა, თურმე ის ყოფილა, 5 წლის წინანდელი გოგო“ – მურო გაგოშიძის შესანიშნავი ცეკვა და მომავალ მეუღლესთან პირველი შეხვედრის ისტორია

355
ing (1)

ანსამბლ „სუხიშვილების“ სოლისტი მურო გაგოშიძე მეუღლესთან, ასევე მოცეკვავე მანო მიქაძესთან ერთად ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „ჩვენს შოუს“ სტუმრობდა.

გია ბაღაშვილის საავტორო გადაცემაში წყვილმა მათი ახლადშექმნილი ოჯახის შესახებ ისაუბრა, მურო გაგოშიძემ კი მომავალ მეუღლესთან პირველი შეხვედრის ეპიზოდიც გაიხსენა.

ვიდეო: მურო გაგოშიძე ახლად შექმნილ ოჯახზე: „ღმერთის საჩუქარია ჩემი მანო…“ 

„მე და მანოს დედა 18 წლის წინ ანსამბლში ერთად ვცეკვავდით, ახლა საკუთარი აკადემია აქვთ..

მანო დედამისის ერთ-ერთ ვიდეოში 3 წლის წინ ნანახი მყავდა და, სიმართლე გითხრათ, მომეწონა, რომ შევხვდი და სახეზე შევხედე, უცებ აღმიდგა ის ამბავი, თურმე ის ყოფილა, 5 წლის წინანდელი გოგო.

ახალი მიმართულებით წავედით, მანოც მოცეკვავეა, გავხსენით ახალი სივრცე და მას „ცეკვის ლაბორატორია“ დავარქვით“, – ამბობს მურო გაგოშიძე.

მურო გაგოშიძემ „ლაბორატორიასთან“ ერთად გადაცემაში ცეკვაც შეასრულა.

 

მურო გაგოშიძე და მანო მიქაძე სტუმრად “ჩვენ შოუში” ?

ანსამბლ “სუხიშვილების” სოლისტი მურო გაგოშიძე და მისი მეუღლე მანო მიქაძე ?

#ჩვენიშოუ ?

Posted by ჩვენი შოუ • Chveni Show on შაბათი, 30 დეკემბერი, 2023

 

ვიდეო: ,,ცეკვით შესრულებული სიყვარული“, „ორი ერთნაირი როგორ ზუსტად შეახვედრა ღმერთმა ერთმანეთს“ – მურო გაგოშიძის და მისი მეუღლის ცეკვა ვირუსულად ვრცელდება 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g