LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სახლიდან როგორც კი წავიდნენ, აფეთქდა მანქანა… ჩემი ძმა დაიწვა“ – ორმაგი ტრაგედია თამაზას ოჯახში, რომელსაც წლების შემდეგ იხსენებს

480
352577941_282186424226983_6035467370891361454_n

თაზო ლოხიშვილი, იგივე თამაზა ია ფარულავას გადაცემის „ფარული კონვერტი“ სტუმარი იყო.

ერთ-ერთ თემა, რაზედაც ინფლუენსერმა ისაუბრა, მის ოჯახში მომხდარი ტრაგედია იყო.

ცნობილი ხდება, რომ როცა თამაზა 2 წლის იყო, მისი ძმა, გიორგი, უბედური შემთხვევის შედეგად, 8 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„სიგარეტს ეწეოდა მანქანაში ერთ-ერთი, როცა სიგარეტის მოწევა დაამთავრა და უნდა გადაეგდო, ფანჯარა იყო ნახევრად აწეული, სიგარეტი მოხვდა ფანჯრის კიდეს, უკან დაბრუნდა და ბენზინით სავსე კალისტრას დაეცა, რასაც ცეცხლი წაეკიდა.

ის რომ აფეთქდა, მთელ მანქანას წაეკიდა ცეცხლი.

ცეცხლმოკიდებული მანქანა მერე ხევში დაგორდა. ჩემი ძმა ბიძაჩემმა ფანჯრიდან გადმოაგდო, რომ გადაერჩინა. ბიძაჩემი და ჩემი მეზობელი კი მალევე გარდაიცვალნენ.

ჩემს ძმას მთელი სხეული ჰქონდა დამწვარი, ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ გადარჩენის შანსი იყო. მერე კანი იყო გადასანერგი, დედაჩემმა გადაუნერგა, მაგრამ ისე მოხდა, რომ თურმე ჰქონია შიდა ორგანოებში შიდა სისხლდენა, ვერ მიხვდნენ და ორგანიზმი მოეწამლა.

მაშინ არ იყო ტექნოლოგია განვითარებული და ალბათ ამიტომ ვერ მიხვდნენ, რომ შიდა სისხლდენა ჰქონდა. მთლად ექიმებსაც ვერ დავაბრალებ იმიტომ, რომ მაქსიმალურად ცდილობდნენ გადაერჩინათ,“ – აღნიშნა თამაზამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები