LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სახლიდან რომ გადიოდა, დამიძახებდა: დე, გავდივარო, რაც იმას ნიშნავდა, რომ უნდა მეთქვა: „ღვთისმშობელს“ ებარებოდე, დე, ახლა სამუდამოდ ჩავაბარე საუკეთესო დედას – ღვთისმშობელს“ – თამუნა მდივანი შვილზე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს

295
თამუნა მდივანი

ცნობილი ინფლუენსერი და მსახიობი, თამუნა მდივანი, რომელიც გარდაცვლილ შვილზე, გიორგი მდივანზე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსებს ხშირად წერს, შვილის მორიგ კადრებს აქვეყნებს.

ვიდეო: „ბოლო ზარზე მიდიოდა, როგორ უხაროდა… ჩემი სიმპათიური და ნიჭიერი“ – თამუნა მდივანი შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

„იმ დღეს ბოლო ზარი ჰქონდა. იუმორის საოცარი გრძნობით და ნიჭიერი გიორგი სახლიდან რომ გადიოდა, დამიძახებდა: დე, გავდივარო, რაც იმას ნიშნავდა, რომ უნდა მეთქვა: „ღვთისმშობელს“ ებარებოდე, დე.

ახლა სამუდამოდ ჩავაბარე საუკეთესო დედას – ღვთისმშობელს. დიდება და მადლობა უფალს, რომ 19 წელი გვაბედნიერებდა გიორგი“, – წერს თამუნა მდივანი სოციალურ ქსელში.

„უფალო ვიცი, რომ შენთან უკეთესად არის… ვიცი, რომ საუკეთესო დედა ჰყავს – ღვთისმშობელი, მხოლოდ ეს მანუგეშებს…“ – თამუნა მდივანი გარდაცვლილ შვილზე

„ამ დროს როგორ წარმოვიდგენდი, რომ 4 წელიწადში გამიფრინდებოდი“ – თამუნა მდივანი შვილთან გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g