LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,სახლის ჩხრეკის დროს დედა ცუდად გახდა. სანამ მამაჩემმა არ იყვირა, შვილს წყალი მაინც შეასხმევინეთო, ახლოსაც არ გამაკარეს“ – დაკავებული ჯანო არჩაიას შვილი

295
2025-01-22_23-31-01_365639

დაკავებული აქტივისტის, ჯანო არჩაიას შვილი, რეზი არჩაია ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში სახლის ჩხრეკის მომენტს იხსენებს.

მისი თქმით, პროცესის დროს დედამისი ცუდად გახდა.

,,სახლის ჩხრეკის დროს დედა ცუდად გახდა. სანამ მამაჩემმა არ იყვირა, შვილს წყალი მაინც შეასხმევინეთო, ახლოსაც არ გამაკარეს“, – აცხადებს რეზი არჩაია.

ცნობისთვის, ანდრო ჭიჭინაძესა და ონისე ცხადაძეს, ასევე, ჯანო არჩაიას, უკრაინის მოქალაქე რუსლან სივაკოვს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევაში, მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g