მომღერალი სალომე კორკოტაშვილი (სასცენო სახელით სალიო) შვილთან ერთად სცენაზეა და უსაყვარლეს კადრებს გამომწერებს უზიარებს.
სალიოს შვილი ჯერ ერთი წლის არაა, მაგრამ როგორც კადრებიდან ჩანს, დედასთან ერთად ყოფნა უყვარს.
უნდა აღინიშნოს, რომ სალიო კარგ დედობასთან ერთად ახერხებს, შემოქმედებითი პაუზა არ ჰქონდეს. ცოტა ხნის წინ მან მსმენელს ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი წარუდგინა.
ვიდეო: სალომე კორკოტაშვილი უსაყვარლეს ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა: „ულამაზესები ხართ…“