საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ზურიკო დავითაშვილი სოციალურ ქსელში პროფესიულ წარმატებასთან ერთად, ხშირად აქვეყნებს კადრებს საკუთარი ყოველდღიურობიდანაც. შესაბამისად, ცნობილია, რომ ზურიკოს რჩეული უმშვენიერესი მია გზირიშვილია, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარია.
წყვილი უკვე სამი წელია, რაც ერთად არის.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ზურიკო დავითაშვილის რჩეული სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ წერს და უსაყვარლესი ვიდეოს გვიზიარებს.
„სამი წელი ერთად, მიყვარხარ“, – წერს მია გზირიშვილი.