დრიფტში მსოფლიო ჩემპიონმა ვონ გიტინ–უმცროსმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც თავის გუნდთან ერთად სამხედრო პოლიგონზე გადაიღო. მრბოლელებმა მართლაც განსაკუთრებულად რთული ტრუკები შეასრულეს.
საკმაოდ საშიში კადრები აშშ–ში, დასავლეთ ვირჯინიის ტერიტორიაზეა გადაღებული. ეს ადგილი საომარი მოქმედებების იმიტაციისა და სამხედროების ვარჯიშისთვისაა გათვლილი. თუმცა, ამჯერად პოლიგონი სხვა მოქმედებებისთვის გამოიყენეს.
მრბოლელებმა ცეცხლში, ნაღმებში და ავტომობილების თავებზე იდრიფტავეს.
სანახაობა მართლაც დაუვიწყარი გამოვიდა. ამიტომ ეს ვიდეო აუცილებლად უნდა ნახოთ.