„რუსთავი 2“-ის გადაცემა „შუადღე“ 9 წლის მოჭიდავე ლუსი ტუხაშვილს ქიზიყში ესტუმრა. ლუსი ტუხაშვილმა საკუთარი წარმატებების შესახებ ისაუბრა, რომელიც სპორტულ შეჯიბრებებში აქვს მიღწეული.
„სანამ გავალ ჭიდაობაზე ბოლო წვეთამდე ვიბრძოლო და არ დავნებდე-მეთქი. ეს ფიქრი მაქვს. მარტო ჭიდაობაა ჩემთვის მთავარი. ხანდახან, როდესაც ბავშვები თამაშობენ მე ჭიდაობა მირჩევნია. პირველად, ჩემმა და-ძმამ ჭიდაობაზე 2 წლის წინ მომიყვანეს. სკოლას ვაცდენ და ჭიდაობაზე მოვდივარ ხოლმე“, – ამბობს ლუსი ტუხაშვილი.