გიული ჩოხელი „ინერთან“ საუბრისას ამბობს, რომ არ სურს, მისი გარდაცვალების შემდეგ, მის დაკრძალვაზე ყვავილები მოიტანონ:
„როდის ვიტირე? არ ვიცი… ვიტირე სიმღერაზე, რომელიც დავიწყებული მქონდა და ვიღაცამ ჩამიგდო. ამოირჩიეთ ყოველთვის თქვენი გულის, გონების არჩევანით… ინტუიციურად უნდა გადაწყვიტოთ. სანამ წავალ ამ ქვეყნიდან, მანამდე მექნება დაწერილი, არც ერთი ყვავილი არ მოწყვიტოთ, ყველა ყვავილმა გაიხაროს თავის ბაღში…“