LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სანდროს ვეუბნებოდი ხოლმე, ვიცი, კარს გავაღებ და ოთახში დამხვდება ისეთი სახით, რომ ჯობია, არ შევიდე-მეთქი… ასეც მოხდა, უარესადაც…“ – თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრას იხსენებს

2613
თამუნა მუსერიძე

პოდკასტში Lets Talk თამუნა მუსერიძემ ისაუბრა დედის ძებნის რვაწლიან პერიოდსა და მასთან შეხვედრაზე:

„ჩემ შემთხვევაში მას არ უნდოდა დედობა, ურთიერთობა. ჩემთვის იმდენად ამოუხსნელი ამბავია, ცუდია ის, რომ კითხვები, რაც დამიგროვდა, დღემდე მომყვება, პასუხები ვერ მივიღე. ჩემმა მეგობრებმა ამის გამო მატარეს ფსიქოლოგთან, მერე დავანებე თავი, რადგან მივხვდი, რომ ჩემი თავის ფსიქოლოგი მე ვარ. კითხვაც არ დამისვამს, დედა, ჩემთან რატომ არ გინდა ურთიერთობა? თავის დაკნინება მგონია. მზად ვიყავი ამისთვის. ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. რვა წელი ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა… სანდროს ვეუბნებოდი ხოლმე, ვიცი, კარს გავაღებ და ოთახში დამხვდება ისეთი სახით, რომ ჯობია, არ შევიდე-მეთქი… ასეც მოხდა, უარესად მოხდა… რაც მქონდა დაგროვილი, ბრაზი… საჩხუბრად და საცემად არ მივდიოდი, მაგრამ მინდოდა, ეს ამომეღო, გადამეშალა გული, არ მომეცა ამის საშუალება, ვერაფერი ვთქვი. როცა გინდა, აუხსნა და ამის საშუალება არ გაქვს, ჩემთვის უარესი იყო. ფაქტობრივად, ჩურჩულით ვესაუბრებოდი. რამდენიმე კითხვა დავუსვი, მაგრამ აგრესიული ფონი იყო მისი მხრიდან. ბებია საინტერესო პერსონაჟია, რომელმაც გამყიდა, დედის დედა. მან მთავარი როლი შეასრულა ამ ყველაფერში. ვინც ამიყვანა, ისინი ასე ამბობენ, რომ გამყიდეს. იქითა მხარე ამბობს, რომ ასე არ მომხდარა. ერთადერთი, რაც იქითა მხრიდან გავიგე, არის ის, რომ საჩუქრები მიუტანეს, ჩემები ამბობენ, რომ თანხა მიიტანეს. ბებიაზე წარმოდგენა არ მაქვს, როგორი იყო, ფოტო მაქვს პროფილში ნანახი, არც სახეზე ვიცი, როგორი იყო და არც ხასიათი. რეალურად, ბებიის ნახვა უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემთვის. დედაჩემი არ იყო გათხოვილი და დაორსულდა ცოლიანი მამაკაცისგან. ისიც არ ვიცი, ინიციატივა ვინ გამოიჩინა… ჩემს დაბადებამდე არსებული 9 თვე მაინტერესებს ძალიან და ვერ გავიგე…

ბიოლოგიურ მამასთან ამ თემაზე არ გვილაპარაკია. ისიც ჩემნაირი ადამიანია, ხასიათითაც ვგავარ და ვიზუალურადაც. რომ ვუყურებ, მგონია, მის ასაკში მეც ასეთივე ვიქნები. გადაკვრით მითხრა, რომ არაფერი იცოდა. იქითა მხარისგანაც იგივე გავიგე. როცა ჩავწერე ვიდეო, ბიოლოგიური დედისგან გამოსულმა, რომ არ უნდა ჩემი ნახვაო, არაფერზე არ ინერვიულოო, მომწერა.

ვიცი გვარი, ვიცი, რომ მყავს და და ძმა, 36 ბიძაშვილი მყავს, მარტო მამის მხრიდან. დედის მხრიდან შვიდი დეიდაშვილი და ბიძაშვილი. დეიდაშვილთან მაქვს კონტაქტი… იმდენი ნათესავი აღმომაჩნდა, არ შეიძლებოდა, ეს არ მცოდნოდა. მეც ბევრი შვილი მყავს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g