პოპ-ვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი SNL-ზე გადაცემას Saturday Night Live სტუმრობდა, სადაც იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ არის 2019 წლის მადლიერი – წარმატებული კარიერა, როგორც სამსახიობო, ასევე მუსიკალური, წარმატებული პირადი ცხოვრება და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტის ტიტული, ეს მცირე ჩამონათვალია, რასაც 50 წლის ვარსკვლავმა მიმდინარე წელს მიაღწია.
ვარსკვლავმა მოხდენილ სმოკინგში Santa Claus Is Coming to Town შეასრულა, პერფორმანსის ბოლოს კი Versace-ს საკულტო მწვანე კაბაში ოსტატურად, პირდაპირ სცენაზე გარდაისახა.
https://www.youtube.com/watch?v=5sG-BXZ7QQk&feature=emb_title