LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საოცარი ხმის ტემბრი გაქვს“ – მარიამ შენგელია ესპანურ ჰიტს ასრულებს

256
მარიამ შენგელია

საქართველოს პირველი არხის „ინსტაგრამის“ გვერდი მომღერალ მარიამ შენგელიას ახალი სიმღერის ვიდეოს ავრცელებს.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სწორედ მარიამ შენგელია წარადგენს წელს საქართველოს ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე – „ევროვიზიაზე“.

ვინ არის ევროვიზიაზე წარსადგენი სიმღერის და კლიპის ავტორი და როდის წარდგება მარიამ შენგელია ევროპის წინაშე სიმღერით Freedom

აღნიშნულ ვიდეოში მარიამ შენგელია ასრულებს ბრაზილიელი კომპოზიტორის, როდრიგო ამარანტეს ცნობილ ესპანურენოვან ჰიტს – Tuyo.

„საოცარი ხმის ტემბრი გაქვს“, „არაჩვეულებრივად მღერი“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ვიდეო: მარიამ შენგელია: „სიმღერის მესიჯი, ცხადია, რომ არის მშვიდობა… ძალიან დიდი შემართებით მივდივარ, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა… „ერისიონის“ ოთხი მოცეკვავე ბიჭი მომყვება…“

ცნობისათვის, ევროვიზია 2025 შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13, 15 და 17 მაისს გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია ევროპის წინაშე 15 მაისს, მეორე ნახევარფინალში წარდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g