LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საოცარი შესრულება იყო, ამატირეთ! ეს მონატრებული დედის სიმღერაა“ – თამარ გვერდწითელის მიერ ემოციურად შესრულებული „დედა“ „იმედის“ ეთერში

1189
თამარ გვერდწითელი

ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალური პროექტის, „მიმღერეს“ გასულ ეპიზოდში, შოუს მონაწილეებმა სიმღერები მეგობრებთან ერთად შეასრულეს.

„მიმღერეს“ ერთ-ერთმა მონაწილემ, თამარ გვერდწითელმა „თეატრალურის კვარტეტის“ წევრებთან, ირაკლი აბჟანდაძესთან და ოთო კოვზირიძესთან ერთად იმღერა.

ვიდეო: „განუმეორებელი თამარი… უნიჭიერესი მომღერალი საოცარი ხმით“ – თამარ გვერდწითელმა „იმედის“ ეთერში „თბილისური ბალადა“ შეასრულა

მათ ჯემალ სეფიაშვილის „დედა“ შეასრულეს და როგორც დამსწრე აუდიტორია, ისე სოციალური ქსელის მომხმარებლები მორიგ ჯერზე აღაფრთოვანეს.

„საოცარი შესრულება“, „ეს რა იყო? მადლობა ამ სიამოვნებისთვის“, „მონატრებული დედის სიმღერაა ეს, მადლობა ასეთი ემოციური შესრულებისთვის“, „განუმეორებელი ხმა! საოცარია“, თამარი შეუდარებელია“, „საოცარი შესრულება იყო, ამატირეთ“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g