LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საოცარია! ასეთი ჰარმონია არც მომისმენია! სცენის ვირტუოზები ვიხილეთ“ – ტრიო „სამნის“ შესრულება „ქართულის“ სცენაზე და მსმენელის შეფასებები

749
ტრიო სამნი

10 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ახალი მუსიკალური პროექტი „ქართული“ დაიწყო.

პროექტის მონაწილე სხვადასხვა ტრიო, კვარტეტი და ანსამბლი, პირველ ეპიზოდში აუდიტორიის წინაშე მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ქართული კომპოზიციებით წარდგა.

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობს ტრიო „სამნი“ – დიანა გიორგაძის, სალომე ზვიადაძისა და თინათინ გრძელიშვილის შემადგენლობით.

ტრიომ პროექტის პირველ ეპიზოდში რუსა მორჩილაძის „ამაღამ“ შეასრულა და როგორც ჟიურის წევრებისგან, ისე აუდიტორიისგან ოვაციები დაიმსახურა.

აღნიშნული შესრულების ვიდეოს არაერთი დადებითი შეფასება მოჰყვა სოციალურ ქსელშიც:

„საამაყო და ტკბილხმიანი გოგოები! ნამდვილად უნდა გიცნობდეთ მთელი საქართველო“, „იშვიათი შეხმატკბილების ცოცხალი შესრულება“, „დავტკბით თქვენი ჰანგებით“, „დავტკბი, ასეთი ჰარმონია არც მომისმენია“, „სცენის ვირტუოზები ვიხილეთ“, „საოცარია! მშვენიერება, სიტკბო, ხარისხი, გემოვნება!“, „გულს მალამოდ ედებით“, „ნიჭის ზეიმია“, რამდენჯერ მოვუსმინე, ყველა მოსმენაზე ემოციურია“, „ხმატკბილი ტრიო“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g