LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საოცრად ნიჭიერი და დიდი მომავლის მქონე კატო! ძალიან კარგად იმღერა, ეს სიმღერა ანსამბლ „მზიურში“ თამრიკო ჭოხონელიძემ შეასრულა, კატოს არ მოწონება როგორ შეიძლება, პატარა მზის სხივია ამ სამყაროში“ – ტანმოვარჯიშე და მომღერალმა კატო ასპანაშვილმა „იმედის“ ეთერში არტისტული შესრულებით მსმენელი მოხიბლა

562
კატო ასპანაშვილი

ტელეკომპანია „იმედის“ საბავშვო პროექტმა – „პატარების დიდი შოუ“, მაყურებელს არაერთი ნიჭიერი მოზარდი გააცნო, მათ შორის არის კატო ასპანაშვილიც – ტანმოვარჯიშე და ახალბედა მომღერალი გოგონა, რომელიც ფართო აუდიტორიის წინაშე სწორედ აღნიშნულ პროექტში წარდგა.

კატო „პატარების დიდ შოუს“ მეშვიდე სეზონის მეორე ეპიზოდში სტუმრობდა. მან გადაცმაში დიპლომები და მედლები წარადგინა და საკუთარ მიღწევებზე ისაუბრა. წამყვანის შეკითხვაზე, თუ ვინ სურს გამოვიდეს მომავალში, კატომ აღნიშნა: „მომღერალი, ტანმოვარჯიშე, მსახიობი, მხატვარი და მოცურავე, ყველაფერი ერთად მინდა“.

გადაცემის დასასრულს, ფილმიდან „მუსიკის ჰანგები“ ერთ-ერთი ცნობილი კომპოზიცია – The Lonely Goatherd, რომელიც ქართველმა მსმენელმა ანსამბლ „მზიურში“ თამრიკო ჭოხონელიძის შესრულებით შეიყვარა, კატო ასპანაშვილმა გამორჩეული არტისტიზმით შეასრულა და მუსიკალური და სამსახიობო მონაცემებით მაყურებელი მოხიბლა.

„ძალიან კარგად შეასრულა ეს სიმღერა, საბავშვო ანსამბლ „მზიურში“ მას თამრიკო ჭოხონელიძე მღერის“, „რა მრავალმხრივ ნიჭიერი ხარ, ფერია გოგო. უზღვავი წარმატება“, „ბრავო! ულევი წარმატება ამ უნიჭიერეს გოგონას“, „კატოს არ მოწონება როგორ შეიძლება, პატარა მზის სხივია ამ სამყაროში“, „პატარა ფერია“, „საოცრება ხარ“, „უმაღლესი შესრულება, უნიჭიერესი გოგონა, ბრავო!“, „სასწაული გოგონა“, „როგორ ვისიამოვნე! ყოჩაღ კატო! წარმატებების კასკადი შენ! ჩვენი საამაყო გოგო ხარ!“, „რა გოგოა! უნიჭიერესი და უსაყვარლესი! ძალიან ვისიამოვნე!“, „ყოველმხრივ ნიჭიერი, სხარტი, პოზიტიური, ლამაზი კატო“, „სულ სცენაზე უნდა იდგეს“, „ნიჭიერი ვარსკვლავგოგონა“, „ძალიან ნიჭიერი და დიდი მომავლის მქონე კატო“, – აღნიშნავენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ვიდეოს ვრცლად იხილავთ ამ ბმულზე.

წარმატებული დებიუტის შემდეგ, კატო ასპანაშვილი „ჩვენი შოუ“-ში და „სტუმრად შუა ქალაქში“ მიიწვიეს, სადაც მან კვლავ უამრავი დადებითი შეფასება დაიმსახურა მსმენელისგან. გადაცემაში „ჩვენი შოუ“ კატომ კიდევ ერთხელ ისაუბრა ოჯახზე, სიმღერაზე, ტანვარჯიშსა და მეგობრებზე და აქვე აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს მათემატიკა.

magti 5g