რამდენიმე თვის წინ მუსიკოსი, გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი, თეონა ცირამუა ტყუპი გოგონების დედა გახდა – მან ახალშობილებს კირა და თუთა დაარქვა.
„კირა მე დამიწვინეს გულზე, თუთა მამას…“ – თეონა ცირამუას ქმარმა სამშობიარო ბლოკში სიურპრიზი მოუწყო
ახალშობილების ფოტოებსა და ვიდეოებს თეონა ცირამუა სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს.
მუსიკოსი მეუღლესთან და ტყუპებთან ერთად დღეს გადაცემა „პოსტ ალიონს“ სტუმრობდა, მან შვილებს პირდაპირ ეთერში „იავნანა“ უმღერა.
„ტკბილი იავნანა! ღმერთმა დალოცოს თქვენი დედაშვილობა!“, „რა ბედნიერებაა“, „საოცრებაა“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
🎶 თეონა ცირამუას იავნანა
Posted by პოსტ ალიონი / Post Alioni on ოთხშაბათი, 21 მაისი, 2025