საქართველოს საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.
სხდომის ამსახველი ვიდეომასალა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გაავრცელა.
სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხელმძღვანელობს.
სხდომის მდივანი კი გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავაა.