პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+102 კგ) სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალს დაეუფლა.
მან ატაცი მეორე ადგილზე დაასრულა, სადაც 215 კილოგრამი დააფიქსირა. ხოლო აკვრის ეტაპზე ტალახაძემ 255 კილოგრამი დააფიქსირა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
გამარჯვების შემდეგ ლაშა ტალახაძემ მწვრთნელებს და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მწვრთნელებს. ძალიან დიდი შრომა გასწიეს. რთული ვარჯიშები მქონდა ტრავმებიდან გამომდინარე.
დიდი მადლობა ჩვენს მთავარ მწვრთნელს გიორგი ასანიძეს, ჩემს პირად მწვრთნელს ავთანდილ გახოკიძეს და მამაჩემს, რომელმაც დამაწყებინა ძალოსნობაზე ვარჯიში. ძალიან დიდი მადლობა მათ, ჩემს ოჯახს და გულშემატკივრებს. ბოდიში, რომ ცოტა განერვიულეთ, მაგრამ ნამდვილად ღირდა… ასეთი ემოციები არცერთი გამარჯვების შემდეგ არ მიმიღია… ალბათ, ეს ჩემთვის ყველაზე მეტად დასაფასებელია. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ბიჭებს, რომლებმაც მედლები მოიპოვეს და მინდა, მივულოცო.
საქართველო – ეს ოქროს მედალი თქვენ გეძღვნებათ“, – აცხადებს ლაშა ტალახაძე.