ანრი ჯოხაძემ ფილარმონიის დარბაზში სოლო კონცერტი გამართა, რომლის გახსნაზეც პირველი საქართველოს ჰიმნი შეასრულა.
მომღერალმა უნიჭიერეს ნიკოლოზ ხარატთან და ოთო ბაზერაშვილთან ერთად სიმღერა ,,საქართველოს მანანებო” იმღერა.
ნამღერი მართლაც საოცარი გამოვიდა და დარბაზში მყოფი საზოგადოებისგან მხურვალე ოვაციები დაიმსახურა.
ანრიმ კონცერტზე პროევროპული მოწოდებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი მუდამ ევროპული იყო და იქნება.