ოთხი გამორჩეული ხმისა და განსაკუთრებული მუსიკალური ჰარმონიის მქონე „კვარტეტი 4“ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „შაბათ-კვირის დილა“ სტუმრობდა. ახალგაზრდა მუსიკოსებმა მაყურებელს კიდევ ერთხელ აჩუქეს დაუვიწყარი წუთები და არაერთი მსმენელი მოხიბლეს.
„კვარტეტი 4“-ის ნამღერმა სოციალურ ქსელშიც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. გამოქვეყნებულ ვიდეოს უკვე ათასობით ნახვა და მოწონება აქვს, კომენტარებში კი მსმენელები ახალგაზრდა მომღერლებს სითბოს, სიყვარულსა და წარმატებას უსურვებენ.
„როგორ მიყვარხართ, ბავშვებო 💖💖💖“
„ამ ბავშვების მოსმენა რამხელა სიამოვნებაა! ❤️“
„სუპერ ბიჭებიი 👌😍❤️“
„საქართველოს მომავალი! გაიხარეთ!“
„საოცრად ნიჭიერი ბიჭები. 💖💖💖 იხარეთ 💝“
„საქართველოს მარგალიტები ❤️ უამრავი წარმატება თქვენ, საუკეთესოებო ❤️“ — აღნიშნავენ სოციალურ ქსელში.
