თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ქეთევან ქემოკლიძემ, ნინო მაჩაიძემ და იანო ალიბეგაშვილმა შეასრულეს.
26 მაისის ღონისძიებას პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მინისტრთა კაბინეტი და პარლამენტის დეპუტატები ესწრებიან. ღონისძიებას ასევე ესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III და სხვა სასულიერო პირები. გარდა ამისა, ღონისძიებაზე იმყოფებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.
ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს
