ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ტრანსგენდერი ქალის, კესარია ბარამიძის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ჯაიანი, რომელსაც უვადო პატიმრობა ემუქრება, სასამართლო დარბაზში იმყოფება.
სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საქმის პროკურორმა ისაუბრა. მისი თქმით, ბრალდების მხარე პროცესის დახურვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება:
„მოცემულ შემთხვევაში, სხვა და სხვა პირების მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილია საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელშიც ინახებოდა ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება ბექა ჯაიანის მიერ კესარია აბრამიძის მიმართ სისტემატურად განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების ფაქტი“, – ამბობს პროკურორი.
ჯაიანის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავს, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე, სხდომა თავიდან ბოლომდე დაიხუროს. ადვოკატის განმარტებით, საქმეში არსებობს გარდაცვლილის და ბრალდებულის პირადი მიმოწერები, რომლის გასაჯაროება ბექა ჯაიანს არ სურს:
კითხვაზე, არსებობს თუ არა ვიდეო მტკიცებულება, რომლის გასაჯაროებაც ბექა ჯაიანს არ სურს, ჯაიანის ადვოკატი განმარტავს, რომ დაცვის მხარე არ აპირებს ვიდეომასალების გამოკვლევას:
„საქმეში არის გარდაცვლილის და ბრალდებულის პირადი მიმოწერები, რომლის გასაჯაროება ბექა ჯაიანს არ სურს… ჩვენი პოზიცია იქნება, რომ მტკიცებულებების გამოკვლევას არ ვაპირებთ, შესაბამისად, ვიდეომასალების გამოკვლევა არ მოხდება, მაგრამ დასკვნით სიტყვაში რომ გავაჟღერებთ, ამის გამოქვეყნება არ გვინდა“. – ამბობს ადვოკატი.