LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სარაჯიშვილმა” საიმიჯო ვიდეორგოლი შექმნა, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში გამოგზაურებთ

203
3-768x403

არსებობს გემო, რომელიც ყოველთვის აქტუალურია და სხვადასხვა ეპოქაში მუდამ თან გასდევდა ქართულ შეკრებებს – ეს 1884 წელს, დავით სარაჯიშვილის მიერ დაარსებული ბრენდი „სარაჯიშვილია”. სწორედ ამ აზრის გადმოსაცემად შეიქმნა კომპანიის ახალი ვიდეორგოლი, რომელშიც მთავარი გმირი სხვადასხვა ეპოქაში მოგზაურობს. იცვლება გარემო, იცვლებიან ადამიანები, მათი ჩაცმულობა, მუსიკა, თუმცა „სარაჯიშვილი“ უცვლელია!

აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლი hammockmagazin-ის ბაზაზე შეიქმნა და მისი რეჟისორი გიორგი მაისურაძეა; დამდგმელი ოპერატორი – ტატო კოტეტიშვილი; მუსიკაზე იმუშავეს ახალგაზრდა ქართველმა მუსიკოსებმა: ნინი ნუცუბიძემ, Janngo და გიორგი გიგაშვილმა. მთავარ როლში მსახიობი თინა დალაქიშვილია. მასთან ერთად ვიდეორგოლში ისეთ ცნობილი სახეები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: მატილდა გვარლიანი, ვიკა კალანდია , მარიამ სანოგო, მარიშა ურუშაძე და სხვები…

შეგახსენებთ, 1884 წელს დავით სარაჯიშვილმა საფუძველი ჩაუყარა კონიაკის კლასიკური ტექნოლოგიით წარმოებას რუსეთის იმპერიაში. პირველი პროდუქტი 1887 წელს თბილისში დაარსებულმა ქარხანამ გამოუშვა. სარაჯიშვილის კომპანია სწრაფად გაიზარდა და გაფართოვდა რუსეთის იმპერიისა და ევროპის მასშტაბით. თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგში, ერევანში, კიევში, ვარშავაში, ბაქოში, რიგაში, ხარკოვში, ვლადიკავკაზში, ოდესაში, ფეოდოსიაში, სამარაში, კიშინიოვში, პეტროვსკსა და ჩარგოუში განლაგდა სპირტსახდელები, სასაწყობო მეურნეობები და სარეალიზაციო ქსელი, სადაც იყიდებოდა დავით სარაჯიშვილის კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია: კონიაკი, არაყი, ღვინო,ლიქიორი, რომი, აბსენტი და სხვა სპირტიანი სასმელები.

სარაჯიშვილის კომპანიამ წლების მანძილზე მრავალ განსაცდელს გაუძლო: ომებსა და დარბევებს, აკრძალვებსა და მშრალ კანონებს. მიუხედავად ამისა, მაინც იზრდებოდა  და ვითარდებოდა.

ცნობისთვის, ბრენდი “სარაჯიშვილი” დღემდე ინარჩუნებს დავით სარაჯიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ კულტურას. საუკუნოვანი ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, უძველესი, მრავალფეროვანი სპირტების რეზერვების არსებობა და ტექნოლოგთა პროფესიონალიზმი საშუალებას აძლევს “სარაჯიშვილის სახლს” უმაღლესი ხარისხის პროდუქცია აწარმოოს და ლიდერად დარჩეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g