LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სარკეში ჩახედვის შემდეგ აღარ იცოდა, მადლიერება როგორ გამოეხატა… ასეთი სილამაზეები არავის უჩუქებია“ – როგორ მიულოცა დაბადების დღე მარიამ კოხრეიძემ კოორდინატორ-თარჯიმანს, მედეა იობაშვილს

328
მარიამ კოხრეიძე

ქ16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ, თურქეთში უმნიშვნელოვანესი ოპერაცია გაუკეთეს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.

ვიდეო: „მარიამმა მისი „ახალი სახე“ დაინახა…და აი ის რასაც ყველა ველოდებოდით. მისი ემოციები ამ ყველაფერზე“ – დავით ოქროპილაშვილი ემოციურ კადრებს გვიზიარებს

მარიამის გულშემატკივრებს მის ვიდეოებს ყოველდღიურად უზიარებს ცნობილი ფოტოგრაფი დავით ოქროპილაშვილი, იგივე „დანტესი“, რომელიც მარიამის ოჯახის წევრებთან ერთად, თავადაც თურქეთში იმყოფება.

დავით ოქროპილაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს ავრცელებს – მარიამმა ემოციურად მოულოცა დაბადების დღე მედეა იობაშვილს, კოორდინატორ-თარჯიმანს, რომელიც საზოგადოებამ ასევე „დანტესის“ ვიდეოებიდან გაიცნო – მედეას მარიამის ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. სწორედ მან შეიტყო მარიამის შესახებ, დაუკავშირდა საქართველოში დავით ოქროპილაშვილს და ამასთან, მან სთხოვა ექიმ ალთან ვაროლს ოპერაციის გაკეთება.

„მაბედნიერებს ის, რომ ბავშვებს თუნდაც მცირედით ვუმსუბუქებ მდგომარეობას უცხო მიწაზე მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში… 12 წლის წინ ყველაზე ძვირფასი ადამიანი წამართვა არასწორმა დიაგნოზმა“ – ვინ არის მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება

„მედეას დაბადების დღე ჰქონდა გუშინ და მარიამმა გვთხოვა მედეასთვის საჩუქრების ყიდვა რომ გაეხარებინა მისი მეგობარი“ – წერს დავით ოქროპილაშვილი.

როგორც ვიდეოსი ჩანს, მარიამმა მედეას ულამაზესი ყვავილების თაიგული და საჩუქრები მიართვა.

„ყვავილები სარკეში ჩახედვის მერე იყო, მადლიერება აღარ იცოდა როგორ გამოეხატა“, – წერს მედეა იობაშვილი ვიდეოს კომენტარების ველში.

ვიდეო: „თურმე, მთელი ღამე შენს ვიდეოებს უყურებდა და ტიროდა“ – რა აჩუქა მარიამ კოხრეიძეს თურქმა ქალბატონმა

მედეას დაბადების დღე ჰქონდა გუშინ და მარიამმა გვთხოვა მედეასთვის საჩუქრების ყიდვა რომ გაეხარებინა მისი მეგობარი 🥰🥰🥰

Posted by Dantesi Photography on ოთხშაბათი, 26 მარტი, 2025

ვიდეო: „კიდევ ერთი უმაგრესი ამბავი მარიამის ცხოვრებაში. მარიამი „ბაუს უნივერსიტეტში“ უფასოდ ისწავლის ბათუმის ფილიალში“ – დავით ოქროპილაშვილი

„მარიამის თურქეთში წამოსვლის დღიდან მისი სახლის რემონტი დაიწყო“ – დავით ოქროპილაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g