LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სასულიერო პირის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა – შსს

161
BeFunky-collage - 2023-03-04T214420.492

პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ერთი პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. თბილისში დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 მარტს, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1959 წელს დაბადებულ ც.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ოპერატიულად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს

“მამაო ამოვიდა, წირვა უნდა ჩაეტარებინა, მანქანიდან როგორც კი გადმოვიდა ეს ფაქტი მოხდა, ზურგზე 4 ჭრილობა აქვს” – სასულიერო პირის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g