„იუთუბზე“ გადაცემაში „წარმატების გზა“ სოფო იაშვილმა ისაუბრა, რომელიც წამყვანის თქმით, ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ სასწაულები ხდება.
გადაცემის რესპონდენტი იხსენებს, თუ როგორ მდგომარეობაში გაუშვეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ ქართველმა ექიმებმა:
„მე მართლა მოკლეს, კი არ იგონებენ ესენი. თავდაუხურავი გამიშვეს ესპანეთში. ეს იცით, რას ნიშნავდა? წადი, მოკვდიო. რომ ჩამიყვანეს ესპანეთში, დედაჩემს უთხრეს, რას ერჩოდი, ასე როგორ აფრინე, თავი როგორ გადაურჩაო. სასწაულებრივად გადავრჩი და ეს მარტო ღმერთმა იცის. ჩემი თავის ძვალი, ფრაგმენტი საქართველოში დაკარგეს და თავახდილმა ვიმგზავრე…“, აღნიშნავს პოდკასტში სოფო იაშვილი.