LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სასწაული გრძელდება. საუკეთესო გუნდით, საუკეთესო მეკარით, საუკეთესო ბომბარდირით.. ევროპამ გაგვიცნო, როგორც ფეხბურთზე სიგიჟემდე შეყვარებული ხალხი – ცრემლების შეკავებას კი ვახერხებ, მაგრამ გულში ჩემთვის მაგრადაც ვბღავი“ – ცნობილი ფრაზის „მიდის სანახავად“ ავტორი, კომენტატორი გიგა გვენცაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

248
გიგა გვენცაძე

„დღეს სასწაული გრძელდება. საუკეთესო გუნდით, საუკეთესო მეკარით, საუკეთესო ბომბარდირით, საუკეთესო ფეხბურთელით, საუკეთესო კაპიტნით.. და ათასობით საუკეთესო ქომაგით აქ გერმანიაში და ასეულ ათასობით პირველ არხთან ერთად“, – ამის შესახებ კომენტატორი გიგა გვენცაძე სოციალურ ქსელის წერს და აღნიშნავს, რომ მინიმუმ კიდევ ერთხელ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი შესრულდება, რაც ძალიან სასიხარულოა.

„ევროპამ გაგვიცნო და მიგვიღო როგორც საკუთარ ქვეყანაზე და ფეხბურთზე სიგიჟემდე შეყვარებული ხალხი.

და ყველაზე მაგარი, როცა ევროზე მინიმუმ კიდევ ერთხელ, მთელი ევროპის და მთელი მსოფლიოს გასაგონად და დასანახად ყველაზე მაგარი დროშის ფონზე შევასრულებთ ყველაზე მაგარი ქვეყნის, ყველაზე მაგარ ჰიმნს.

P.S. ალბათ ისე როგორც ყველა ნაღდი, გრძნობ რომ სისხლი ძარღვებში სხვანაირად იწყებს მოძრაობას, გინდა საუბარი და ვერ ლაპარაკობ, გარეგნულად ცრემლების შეკავებას კი ვახერხებ, სხვანაირად ვფიქრობ არ შეიძლება, მაგრამ გითხრათ სიმართლე? აი გულში კი ჩემთვის მაგრად ვქვითინებ, ვქვითინებ კი არა მაგრადაც ვბღავი, ოღონდ ჩემთვის და ჩუმად.

მოდის სანახავად

არიიის

აბა რააა

ყველაფერი საქართველოსთვის

დიდება საქართველოს“, – წერს გიგა გვენცაძე.

@diamondgirldea #foryou #ფორიუ #ფორიუზე #საქართველო🇬🇪 #ფორიუზე🖤👑🥀 #ქართულიფეხბურთი ♬ original sound – Just Girl
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g