LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სასწაული ხმის ტემბრი გაქვს, მართლაც სულის ყვავილო! უკვე ჩამოყალიბებული მომღერალი დგას სცენაზე“ – ლილე მჭედლიშვილის მიერ ნამღერი „სულის ყვავილო“ და მსმენელის ოვაციები

673
ლილე მჭედლიშვილი

საბავშვო მუსიკალური პროექტის, „რანინას“ მე-8 სეზონში მაყურებლის წინაშე ნიჭიერი მოზარდების ახალი შემადგენლობა გამოჩნდა – პატარა მომღერლებმა უკვე დაიპყრეს მსმენელის გულები და აუდიტორიას თავი შეაყვარეს.

„რანინას“ მე-8 სეზონის ერთ-ერთი მონაწილეა ლილე მჭედლიშვილი, რომელმაც პირველ ტურში, ანსამბლ „შვიდკაცასთან“ ერთად შესრულებული სიმღერით მოხიბლა მსმენელი.

ვიდეო: „ამ ასაკში ასე იმღერო ეს სიმღერა წარმოუდგენელია… დაგვატკბო და დაგვადნო!“ – ლილე მჭედლიშვილის და „შვიდკაცას” მიერ საოცრად შესრულებული სიმღერა – „არ მაძინებს“~

ლილე მჭედლიშვილმა მუსიკალური პროექტის გასულ ეპიზოდში ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად ოთარ დიხამინჯიას „სულის ყვავილო“ იმღერა და კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა ჟიურის წევრები და აუდიტორია.

„საოცარი ბავშვია“, „გული გამითბო ლილეს ნამღერმა“, „ნიჭის ზეიმია! ბრწყინვალედ იმღერა“, „საოცარი თაობა მოდის, საქართველო გაბრწყინდება“, „მართლაც სულის ყვავილო“, „სასწაული ხმის ტემბრი გაქვს, უკვე ჩამოყალიბებული მომღერალი დგას სცენაზე“, „ეს ბავშვი მაოცებს, როგორ გრძნობს ყველა ბგერას“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ვიდეო: „ბრავო! შეუდარებელი ბიჭია, ურთულესი სიმღერა საოცრად შეასრულა“ – ლაზარე კაპანაძემ „რაჭული სახუმარო“ შეასრულა და მსმენელი მოხიბლა

ვიდეო: „გისმენთ და სიამაყისგან სიხარულის ცრემლები მდის… მადლობა, ვინც ამ საქმეს ემსახურება…“ – სანდრო აბესაძისა და ანასტასია ვასაძის შესრულება „შავნაბადასთან“ ერთად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g