LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სასწაულია! საოცარი ბავშვები… ეს საგანძური კოსმოსისთვის ცოტაა“ – ოთო ბაზერაშვილისა და „შავნაბადას“ მიერ შესრულებული „ჩაკრულო“

590
ოთო ბაზერაშვილი

ცოტა ხნის წინ, ანსამბლ „შავნაბადას“ და მუსიკალურ პროექტ „რანინას“ მონაწილეების ერთობლივი კონცერტი გაიმართა, რომელსაც „გარდენიამ“ უმასპინძლა.

ვიდეო: „საოცარი მათე! ამ ბიჭის ნამღერზე გული და სუნთქვა მიჩერდება“ – მათე მარტიაშვილმა „შავნაბადასთან“ ერთად „ოღონდ შენთან მამყოფინა“ კიდევ ერთხელ იმღერა

პროექტის მონაწილეებმა ანსამბლის წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ შეასრულეს ის სიმღერები, რომლებიც მათ „რანინას“ სხვადასხვა სეზონში შეასრულეს.

ვიდეო: „რა კარგი ხმებია…“ – ანა-როზა გაფრინდაშვილისა და „შავნაბადას“ ტკბილი დუეტი

კონცერტის დასასრულს კი, „რანინელებმა“, მათ შორის, ოთო ბაზერაშვილმა „შავნაბადას“ სოლისტებთან – გაგა აბაშიძესთან, კოტე ამაშუკელთან და ილია მახარაშვილთან ერთად „ჩაკრულო“ იმღერა.

აღნიშნულ საფინალო ფრაგმენტს ბავშვთა გუნდი „შავნაბადა“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„სასწაულია“, „საოცარი ბავშვები“, „დიდებულია“, „საამაყოები“, „ეს საგანძური კოსმოსისთვის ცოტაა“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ვიდეო: „არაამქვეყნიური ხმებია! საოცარი ჰანგები სულის სიმებს არხევს“ – ანასტასია ვასაძის, ოთო ბაზერაშვილის და „შავნაბადას“ შესრულება

ვიდეო: „ღვთაებრივი ხმა! მათე, საქართველოს ბულბული ხარ“ – მათე მარტიაშვილისა და „შავნაბადას“ მიერ შესრულებული „ჩუმ მაღნარში“

ვიდეო: „სინატიფე! რა საოცარი ხმებია“ – ანაროზა გაფრინდაშვილმა „შავნაბადასთან“ ერთად „ყოველ სნეულებაზე“ შეასრულა

magti 5g