21 აგვისტოს, ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას და მის მეუღლეს, ნიცა თავაძეს შვილი შეეძინათ – წყვილმა ვაჟიშვილს დამიანე დაარქვა.
ხვიჩა კვარაცხელიამ დამიანესთან ერთად დაბადებულ ახალშობილებს სამახსოვრო საჩუქარი დაუტოვა.
ჩაჩავას კლინიკა ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, რომ კვარამ ყველა მათგანს ბუშტები აჩუქა, რომელზეც მისი ხელმოწერაა.
„საუკეთესოთა შორის საუკეთესო, ოქროს ბიჭმაც შემოაბიჯა ჩაჩავას ლამაზ ოჯახში. პატარა კვარას გაუმარჯოს“,
„აუ ამეტირა ამ ვიდეოზე, ყოჩაღ ხვიჩა საუკეთესო ადამიანი ხარ, ბედნიერი ჯანმრთელი გაგიზარდოთ“,
„რა კარგი საჩუქარია პატარებისთვის“, – წერენ ვიდეოს კომენტარებში.
ვიდეო: ხვიჩა კვარაცხელიას ბიჭის შეძენას ულოცავენ – პირველი კადრები კლინიკიდან