79 წლის სენატორმა, ბერნი სანდერსმა ჯო ბაიდენის ინაუგურაციისას გაკეთებული თბილი ხელთათმანის გამო არაერთი უცხოური მედიის ყურადღება მიიპყრო. მისი ფოტო ინტერნეტში ათასობით მემეს შთაგონების წყარო გახდა.
ფოტოს შესახებ სენატორმა ტელეკომპანია „ენბისის“ გადაცემაში „გვიანი ღამის შოუ სეთ მეიერსთან“ ისაუბრა. როგორც ცნობილია, სენატორს ჭრელი ხელთათმანი სკოლის მასწავლებელმა მოუქსოვა ვირჯინიას შტატიდან.
„ადამიანი, რომელმაც ეს ხელთათმანები მოქსოვა ვერმონტში, ესექს ჯანქშენში ცხოვრობს. ის ძალიან კარგი ადამიანია, სკოლის მასწავლებელია. გაოგნებული იყო იმ დიდი ყურადღებით, რომელიც მისმა მოქსოვილმა ხელთათმანებმა მიიქცია უბრალოდ, ვიჯექი და გათბობას ვცდილობდი. ვცდილობდი, ყურადღება მიმექცია იმისთვის, რაც ხდებოდა“. – განაცხადა ბერნი სანდერსმა.
Tonight’s guest @BernieSanders reacts to the memes about his instantly iconic inauguration look. pic.twitter.com/BrpYJN9V1u
— Late Night with Seth Meyers (@LateNightSeth) January 22, 2021