ცნობილი ქართველი კალათბურთელის, გარდაცვლილი დუდუ დადიანის და, მაკა დადიანი, რომელიც მხატვარია და შვეიცარიაში მოღვაწეობს, ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ გადაცემაში, „მონოლოგი“ ამბობს, რომ სამშობლოში ბრუნდება.
მისი თქმით, ნოსტალგია ყოველდღე მძაფრდება, რადგან თავისი საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნა ძალიან უმძიმს.
„უფრო და უფრო ვგრძნობ ამ ნოსტალგიას. მინდა გითხრათ, რომ სერიოზულად ვგეგმავთ საქართველოში დაბრუნებას. რაღაც გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდით შვეიცარიაში, ძალიან დამეხმარა ჩემს საქმიანობაში და ბევრს მივაღწიე.
მე ქართველი ვარ და არ შემიძლია ჩემი მეგობრების გარეშე. ჩემი ნათესავებისა და ახლობლების გარეშე. აქ ძალიან კარგი ხალხია და თავს დაცულად ვგრძნობ. უცებ რომ მეგობარს დაურეკო და უთხრა ამოვდივარ ყავაზე, აქ ასე არ ხდება. ყველაფერს თვეობით და წლებით ადრე გეგმავენ“, – ამბობს მაკა დადიანი.
