LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: შაბან მამედოვი: „ჩემს ნამღერს ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა, ნამდვილად არ ველოდი… ჰამლეტ გონაშვილს თუ გაახსენებდა მსმენელს ჩემი ნამღერი, ამასაც არ ველოდი…“

493
შაბან მამედოვი

„ხალხურის“ ნახევარფინალისტი შაბან მამედოვი „პირველ არხს“ ესტუმრა და ისაუბრა იმ წარმატების შესახებ, რომელიც პროექტის ფარგლებში შესრულებულ სიმღერას „დაიგვიანეს“ უკავშირდება.

შაბან მამედოვი:

„პროექტი „ხალხური“, გადაცემა და მეგაშოუ, ჩემი წარმატების ზღვა ემოციის დასაწყისის ხელმოწერა გახდა. ეს იყო მომენტი,რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. სიმართლე გითხრათ, მოლოდინი გარკვეულწილად მქონდა, მაგრამ ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა, ამას ნამდვილად არ ველოდი… რაც ყველაზე მთავარია, ჰამლეტ გონაშვილს თუ გაახსენებდა მსმენელს ჩემი ნამღერი, ამას არ ველოდი და ეს არის ჩემთვის უდიდესი პატივი…

მოვიპოვე ხალხის უდიდესი სიყვარული, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უდიდესი მუხტი და სტიმული შემმატა, ზუსტად ვიცი ახლა, ეს არის ის გზა, რომელიც მე უნდა გავაგრძელო. ეს არის სწორი მიდგომა, რომელიც ყოველთვის მქონდა ქართული ხალხური სიმღერის მიმართ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g