LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: შავი ზღვის ჯაზფესტივალის სამდღიანი მუსიკალური ზეიმი „ჯეკსონებმა“ დაასრულეს – საცეკვაო რიტმები და გემოვნებიანი მუსიკა ბათუმში

3196
ჯაზფესტივალი

შავი ზღვის ჯაზფესტივალმა, რასაკვირველია, წელსაც გული არ დასწყვიტა მელომანებს და დაუვიწყარი სამი მუსიკალური დღე შესთავაზა ბათუმის ტენისის კორტებზე, სადაც უცხოელი ვარსკვლავების მოსასმენად უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

ჯაზფესტივალის ყველა დღე თავისებურად გამორჩეული და განსაკუთრებული აღმოჩნდა. 11 „გრემის“ მფლობელი მუსიკოსის, ფილიპ ლასიტერის რეპერტუარიდან მსმენელმა ძველი და ახალი მუსიკალური კომპოზიციები მოისმინა და დიდი ენერგიით დაიმუხტა.

ბენდი გამორჩეული მუსიკოსებისგან იყო დაკომპლექტებული, რომლებმაც ერთად და ცალ-ცალკე არაჩვეულებრივი იმპროვიზაციები შემოგვთავაზეს.

პირველი დღის შემდეგ, მელომანებს უკვე მეორე დღის მოლოდინი შეექმნათ…

ჯოჯო მაიერმა, ვირტუოზმა შვეიცარიელმა დრამერმა მუსიკის მოყვარულები სულ სხვა განზომილებაში გადაიყვანა. მაიერი ცნობილი ელექტრონულ მუსიკაში საინტერესო მოღვაწეობით და შემოქმედებითი მრავალფეროვნებით გახდა. ის ჯაზფესტივალის მსმენელის წინაშე ელექტრონული კვარტეტის – „ნერვის“ თანხლებით წარდგა.

ბოლო დღე, როგორც ყოველთვის, ჯაზფესტივალმა გემრიელი ლუკმისთვის მოიტოვა. „ჯეკსონები“ – მაიკლ ჯეკსონის ოჯახის წევრებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც პოპულარულ ჰიტებს არაჩვეულებრივი საცეკვაო მოძრაობების თანხლებით ასრულებს, ქართველმა მაყურებელმა გულთბილად მიიღო.

სრული ანშლაგით გამართულ კონცერტზე გულგრილი არავინ დარჩენილა. მუსიკოსებსა და მსმენელს შორის დიდი კავშირი შეიქმნა, რომელიც ერთი შეხედვითაც ძალიან კარგად ჩანდა…

ეს თავად „ჯეკსონებმაც“ აღნიშნეს და ფესტივალზე თავბრუდამხვევი გამოსვლის შემდეგ ოფიციალურ გვერდზე დაწერეს:

„ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ შავი ზღვის ჯაზფესტივალს, ლამაზ ხალხსა და საქართველოს, რომ მოგვიწვიეს და შესაძლებლობა მოგვცეს, ეს ზეიმი მათთვის გაგვეზიარებინა…“

შავი ზღვის ჯაზფესტივალი, ტრადიციულად, ერთი წლით დაგვემშვიდობა იმ იმედით, რომ შემდეგ წელსაც ორიგინალურ და განსხვავებულ დღეებს შემოგვთავაზებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g