„იქს ფაქტორის“ გამარჯვებული, მომღერალი ავთო აბესლამიძე, ყაზახურ მუსიკალურ კონკურსში, სადაც საქართველოს სახელით მონაწილეობს, ფინალში გავიდა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის პირველ ტურში ავთანდილ აბესლამიძემ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
მომღერალი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საკუთარ გულშემატკივარს მხარდაჭერისა და მოტივაციისთვის მადლობას უხდის.
„შეგიძლიათ მომილოცოთ
ფ ი ნ ა ლ შ ი ვარ საქართველო.
გია ყანჩელი – „საით მიდიხარ”
უფალო დიდება შენს სახელს. მადლობა“, – წერს ავთო აბესლამიძე.
ცნობისათვის, პროექტი ყაზახეთში იმართება და მასში 12 ქვეყანა, მათ შორის საქართველო მონაწილეობს.
