ქუთაისში 36 წლის ქალი მე-9 შვილის დედა გახდა. ჩვილი და მრავალშვილიანი დედა თავს კარგად გრძნობენ. 36 წლის მარიამ იმედაძეს 6 გოგონა და 3 ვაჟი ჰყავს. ბავშვი კლინიკა „ბომონდში“ დაიბადა, მეან გინეკოლოგი-ნათია გოგიბერიძე.
სასიხარულო ინფორმაციას თავად კლინიკა ავრცელებს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე და მრავალშვილიანი დედის კომენტარსაც გვიზიარებს.
„შეგვეძინა ბიჭი გაბრიელი, ეს მეცხრე შვილია… იყო ცხრა შვილის დედა დიდი სიამოვნება და პასუხისმგებლობაა… 9 შვილის მოვლა შრომატევადია, მაგრამ რთული არაფერია, ღმერთი თუ ისურვებს, კიდევ რა ვიცი…“, – ამბობს ცხრა შვილის დედა.
„ვულოცავთ მათ დიდ ოჯახს, ყველაზე პატარა, ახალი წევრის, გაბრიელის დაბადებას და ვუხდით მადლობას, მრავალწლიანი ნდობისა და სიყვარულისთვის“, – წერს კლინიკა „ბომონდი“.
