LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შეხვედრა, ჩვენ აქ ვართ“ – ლაზარე გრიგორიადისის, ნანა მალაშხიას და სალომე კენჭიაშვილის ემოციური შეხვედრა პარლამენტთან

134
ნანა მალაშხია

10 დღეზე მეტია, თბილისში, პარლამენტთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მოქალაქეები მმართველი გუნდის მიერ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ხელმეორედ ინიციირებულ და პირველი მოსმენით მხარდაჭერილ კანონპროექტს აპროტესტებენ.

გასულ ღამე, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდნენ ლაზარე გრიგორიადისი, ნანა მალაშხია და სალომე კენჭიაშვილიც, ისინი ფართო საზოგადოებამ გასული წლის მარტში, ასევე კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე განვითარებული მოვლენების დროს გაიცნო.

ვიდეო: „დამიჭირეს და მიმათრევდნენ, ადამიანივით არ მექცეოდნენ…ყოველდღე აქ ვიდგები, უკან არ დავიხევ” – ვინ არის ცნობილი აქტივისტი დროშით, რომელიც წყლის ჭავლს დაუპირისპირდა

სალომე კენჭიაშვილი, რომელიც სპეცრაზმელების მიერ გაშვებულ წყლის ჭავლს დაუპირისპირდა და ნანა მალაშხია, რომელიც ასევე წყლის ჭავლს ევროკავშირის დროშით ხელში წინ გადაუდგა, აქციების ერთგვარ სიმბოლოებად იქცნენ.

„საუკუნეებს რომ გაუძლებს, ისეთი ფოტოა“ – ვინ არის ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების სიმბოლოდ ქცეული ქალი

ნანა მალაშხია სოციალურ ქსელში საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე, ლაზარე გრიგორიადისთან და სალომე კენჭიაშვილტან შეხვედრის ემოციურ კადრებს გვიზიარებს და წერს: „ჩვენ აქ ვართ, შეხვედრა“.

ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან მყოფ ახალგაზრდებს შეუერთდა

ჩვენ აქ ვართ ✨🇬🇪🇪🇺 შეხვედრა ✨❤️ #არარუსულკანონს

Posted by Nana Malashkhia on ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2024

“არ მახსოვს იქ როგორ აღმოვჩნდი.. განსაკუთრებული მადლობა იმ წითელქუდიან ბიჭს..” – ნანა ცნობილი კადრის ისტორიას იხსენებს და თავის ემოციებზე ჰყვება