LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შეხვედრა საოცარი იყო, მამამ მითხრა, რომ ამ წლების განმავლობაში ყოველდღე ანთებდა სანთელს ჩემს სახელზე.. ჩემმა ძმამ ის აკვანი მაჩვენა, რომელშიც ჩემი და-ძმა გაიზარდა“ – ზუგდიდიდან აშშ-ში გაშვილებული გოგოს ისტორია 

8822
Untitled design

საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაშვილებულმა გოგომ, ეზრა ფრიმენი, ბიოლოგიური ოჯახი 26 წლის ასაკში იპოვა.

გოგონა, რომელიც წარმოშობით ზუგდიდიდანაა, თბილისში დაიბადა, ხოლო როდესაც 6 თვის იყო ამერიკელმა წყვილმა იშვილა. მისი ბიოლოგიური გვარი გვასალიაა. ეზრა საკუთარ ისტორიას ჰყვება გადაცემაში „სხვა რაკურსი“:

„ძალიან მიყვარს ზუგდიდი, თბილისი მომწონს, ზუგდიდი მიყვარს. 6 თვის ვიყავი როდესაც ჩემს ამერიკელ მშობლებთან მოვხვდი, ყოველთვის ვიცოდი, რომ ნაშვილები ვიყავი, მაგრამ მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემს ბიოლოგიურ ოჯახს ჩემთან შეხვედრა არ უნდოდა.

ჩემი გამზრდელი მშობლები ფანტასტიკური ადამიანები არიან. არასდროს დაუმალავთ, რომ ნაშვილები ვიყავი. მეუბნებოდნენ, რომ ლამაზის საქართველოდან ვიყავი და თუ ვისურვებდი, ყოველთვის მომცემდნენ უკან დაბრუნების საშუალებას.

დნმ-ის ტესტი პირველად 2018 წელს გავიკეთე, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოდან ვიყავი. მყავდა შეყვარებული, რომლის მამაც ქართულად კითხულობდა და საუბრობდა, ერთხელ მან ჩემს საბუთებში ჩაიხედა, რომელშიც ქართულ ენაზე ჩემი მშობლების სახელი და გვარი ეწერა. ჩემმა შეყვარებულმა ისინი სოციალურ ქსელში იპოვა.

შეხვედრა საოცარი იყო, თითქოს ჩვენ ერთმანეთს არც არასდროს დავშორებივართ.

შეხვედრის დღე დარჩება ყველაზე საოცარ დღედ ჩემს ცხოვრებაში.

ყველაზე ემოციური მამასთან შეხვედრა იყო, მან მითხრა, რომ ამ წლების განმავლობაში ყოველდღე ანთებდა სანთელს ჩემს სახელზე, ის ყოველთვის მეძებდა.

აღმოვაჩინე, რომ მყოლია ძმა და დები, ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ დედამიწაზე. ჩემი ქართველი მამა – გელა ძალიან პოზიტიური ადამიანია, მას ვგავარ, ჩემი ქართველი დედა მიზანდასახული და შრომისმოყვარეა, ეს თვისებები მეც გამომყვა.

როცა პირველად ზუგდიდში ჩავედი და ვნახე სახლი, რომელშიც შეიძლება მეც გავზრდილიყავი, ვერ აღგიწერთ, რა გრძნობა დამეუფლა, ჩემმა ძმამ ის აკვანი მაჩვენა, რომელშიც ჩემი და ძმა გაიზარდა“, – ჰყვება ეზრა ფრიმენი.

 

???? ამერიკაში გაშვილებული გოგონას ისტორია

???? ამერიკაში გაშვილებული გოგონას ისტორია
• ეზრა ფრიმენი (ნატა გვასალია)

???? ”სხვა რაკურსის” ტრადიციული მოგზაურობა ამერიკაში. ????

#სხვარაკურსი
#აქიმედია
#დარჩიიმედზე
#იმედიგვაერთიანებს

Posted by სხვა რაკურსი / Skhva Rakursi on ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი, 2023

 

აღსანიშნავია, რომ ეზრა უკვე ქართულად საუბრობს და მღერის. მან სპეციალურად გადაცემისთვის, „იაგუნდი“ შეასრულა.

 

? “იაგუნდი” • ეზრა ფრიმენი (ნატა გვასალია)

? “იაგუნდი”
• ეზრა ფრიმენი (ნატა გვასალია)

???? ”სხვა რაკურსის” ტრადიციული მოგზაურობა ამერიკაში. ????

#სხვარაკურსი
#აქიმედია
#დარჩიიმედზე
#იმედიგვაერთიანებს

Posted by სხვა რაკურსი / Skhva Rakursi on ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი, 2023

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები