საზოგადოებრივი მაუწყებლის საბავშვო მუსიკალურ პროექტ „რანინა-ში”, მე-6 სეზონის მონაწილე, 10 წლის ანასტასია ბერიშვილმა და ზვიად ბოლქვაძემ სიმღერა „მე შენ დაგიხატავ“ შეასრულეს.
შესანიშნავმა ნამღერმა საზოგადოების მხრიდან დადებითი გამოხმაურებები დაიმსახურა: „როგორც ყოველთვის, დახვეწილი და პროფესიონალური შესრულება, ბრავო ტასო… „შემდგარი არტისტი…გაწონასწორებული პროფესიონალი ბავშვი ხარ შენ… „ასეთ რთულ სიმღერას როგორ გაართვი თავი, წარმატება პატარა მუსიკოსო”.
აღსანიშნავია, რომ ანასტასია ბერიშვილი უკვე მესამე ტურია წარმატებით მონაწილეობს პროექტში.
ვიდეო: ვაჩე ღვინიაშვილი პორტუგალიურ სიმღერას კოლორიტულად ასრულებს