LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შემიყვარდა, მისი ყველა ფოტო მქონდა…ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება“ – მაია ასათიანი

1940
2026-01-26_00-17-32_674147

მაია ასათიანი გოგოლა კალანდაძის რუბრიკის „სახლი“ სტუმარია, რომლის ეთერშიც საინტერესო ისტორიას გვიყვება.

როგორც ტელეწამყვანი საუბრობს, ბავშვობის კუმირმა მას იმედები გაუცრუა.

„ერთი ესეთი ისტორია შემემთხვა. ხომ აქვთ ხოლმე გოგონებს აკვიატება, რომელიმე ცნობილ მსახიობზე. 10 წლის ვიყავი, როდესაც სპექტაკლში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი შემიყვარდა. მისი ყველა ფოტო მქონდა და ყველა როლი ნანახი. ვოცნებობდი რომ ოდესმე რეალურად მენახა.

გავიდა წლები, მე უკვე ნუცა მყავს, გათხოვილი ვარ და „ღამის კურიერისთვის“ მასთან ინტერვიუზე გამაგზავნეს. ყველა ემოცია გამიცოცხლდა, ჩემი ბავშვობის კუმირს უნდა შევხვდე. იქ მიდიოდა არა ჟურნალისტი, არამედ პატარა შეყვარებული გოგო.

ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება. მოხდა ისე, რომ ღამის კურიერში ვიზიტის დაგეგმვაზე ვერ შეთანხმდნენ. ამ ადამიანს გადამღები ჯგუფის მიმართ დიდი აგრესია დაეწყო. ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც პატარა გოგო-ბიჭებს ჩაგრავენ თავისი დიდებულებით. ძალიან შეურაცხმყოფებლად გვიყვიროდა, მხოლოდ იმის გამო, რომ დროზე ვერ შეთანხმდნენ. სახლიდან გამოგვყარა. ადამიანმა, რომელიც რაინდი მეგონა, ასეთი შეურაცხყოფა მომაყენა.

მას როდესაც ვხედავ ხოლმე ეკრანებზე მუდამ მისი ყვირილი მახსენდება. ამ დროს მე კედელზე მისი ფოტოები მქონდა გაკრული.

ქუჩაში როდესაც ექიმი მიდის და მას ვერ ცნობენ, მან შესაძლოა იმ დღეს ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა. ზოგიერთს კი იცნობენ, მხოლოდ იმიტომ რომ ეკრანზე ხშირად ჩნდება“, – ამბობს მაია ასათიანი.

„ლამის კახექსიური გავხდი და ჩემი თავი ასეთ წონაში მომწონდა.. უდიდესი მადლობა ყველას, რომ ჩემი კომპლექსის დამარცხებაში დამეხმარეთ“ – მაია ასათიანი გულშემატკივრებს მიმართავს

ვიდეო: „როცა ჩემ თავთან მარტო ვარ, შვილმკვდარი ქალი ვარ, რეალური, სიშავით…„რუსთავი 2-ის“ დაკარგვის შემდეგ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა“ – რას ჰყვება მაია ასათიანი

ვიდეო: „როცა ჩემი შვილი გარდაიცვალა, ერთმა ქალმა მირჩია, რომ ყველაზე მეტად თარიღები გაგიჭირდება და მოემზადეო… ყველაზე მეტად, ნუცას დაბადების დღე მიჭირს…“ – მაია ასათიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g