,,იმედის” დილის გადაცემაში ანა ჟორდანიამ და საბა ჩაჩანიძემ ახალი პროექტი წარადგინეს. დუეტი ჯაზური ინტერპრეტაციით გაჯერებულ რეპერტუარზე მუშაობს, უკვე რამდენიმე ათეული სიმღერა აქვთ ბენდთან ერთად გარჩეული და სხვადასხვა საღამოზე გამოსვლას ერთობლივად გეგმავენ.
ანა ჟორდანიამ და საბამ ჩაჩანიძემ ცნობილი ქართული სიმღერა – “შემოდგომის ნისლია” ჯაზური ვერსიით წარმოგვიდგინეს.