LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შენ ხარ გრემი და ოსკარიც“, „შეუძლებელია ცრემლების გარეშე შეხვდე ასეთ წარმატებას…“ – თიკა ფაცაციას ახალი სიმღერის კლიპის პრემიერა, მქუხარე ტაში და განსაკუთრებული ოვაციები

873
თიკა ფაცაცია

7 ივლისს, „კავეა სითი მოლში“ ტელეწამყვანისა და მომღერლის, თიკა ფაცაციას ახალი სიმღერის პრემიერა გაიმართა.

სიმღერაზე სახელწოდებით „ბედნიერების მჯერა“ მომღერალი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. როგორც ცნობილია, სიმღერის ავტორი კომპოზიტორი, რუსა მორჩილაძეა, ტექსტი კი ირინა სანიკიძესა და თიკა ფაცაციას ეკუთვნის. არანჟირებასა და ორკესტრირებაზე ნიკოლოზ რაჭველმა და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა იმუშავეს.

თიკა ფაცაციას კოლეგები და მეგობრები მომღერლის წარმატებული ნამუშევრის შესახებ წერენ და პრემიერიდან კადრებს გვიზიარებენ.

„ცრემლების გარეშე შეუძლებელია შეხვდე მეგობრის ასეთ წარმატებას… შენ ეს დაიმსახურე შენი ნიჭით, შრომით, ადამიანობით, სიყვარულით, სასწაული სხივით, რომელსაც ყოველთვის ყველას გვაძლევ! შენი ბედნიერებით ბედნიერი ვარ. მიყვარხარ“, – წერს გვანცა დარასელია.

„შენ ხარ გრემი და ოსკარიც“, – წერს მაკა ზაბახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g