ეკა ჩხეიძის საავტორო გადაცემის – „პირველი სტუდიის“ გასული ეპიზოდის სტუმარი ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია იყო.
ინგა გრიგოლიამ გადაცემაში ვრცლად ისაუბრა საკუთარ პროფესიაზე, გამოწვევებზე კარიერულ გზაზე და ოჯახზე.
ჟურნალისტმა კარიერის დასაწყისი და ახალგაზრდული ამბიციები გაიხსენა.
„პოპულარობა ძალიან სასიამოვნო იყო. თავიდან მეგონა, რომ მართლა „სთარი“ ვიყავი. ისეთი ეტაპიც მქონდა, რომ გგონია, შენ გარშემო ბრუნავს ყველაფერი. ცოტა თავში ავარდნის მომენტიც მქონდა, იმიტომ რომ პატარა ვიყავი.
იმდენის უფლებას ვაძლევდი ჩემს თავს, რასაც ახლა ვერაფრით მივცემ. მერე ეს ყველაფერი დაიწურა და დაღვინდა.
შენ როცა გგონია ცაში დაფრინავ, ასე არაა. ვარსკვლავი რომ მეგონა ჩემი თავი, უცბად „ბრახ“ და დავეხეთქე – პირველად დავკარგე სამსახური. მერე მივხვდი, რომ მიჭირს მეორე სამსახურის დაწყება.
ასე ხდება – შენი წარმოდგენები, შენს ყოვლისშემძლეობაზე უცბად სადღაც ქრება და ხვდები, რომ ვარსკვლავი კი არა, ერთი ბედნიერი ადამიანი ხარ, რომელიც ღმერთმა იმ დროს იმ ადგილზე მოგახვედრა, სადაც უნდა მოხვედრილიყავი.
როცა პირველად მომიწია თავიდან დაწყება ყველაფრის, მერე დავაფასე შანსები, რომლებსაც ცხოვრება გაძლევს და ამ ასაკში ასეთ შანსებს უკვე ძალიან ვუფრთხილდები“, – ისაუბრა ჟურნალისტმა.
ფოტო: ინგა გრიგოლიას შვილიშვილი ბაღში წავიდა: „წარმატებები მზე გოგოს…“
