ზაზა ნოზაძის ახალმა სერიალმა „უსაშველოები“ ინტერნეტსივრცე უკვე დაიპყრო. მეხუთე სერიაში კი ცნობილი მამა-შვილი – ზურა და გიორგი ყიფშიძეები ერთად ვიხილეთ.
გიორგი „უსაშველოებში“ ხაჩო ძიას ახალგაზრდა მეგობარს, ჯანოს ასახიერებს.
ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც მამა-შვილი ერთად მონაწილეობს, ცოტნე დადიანზე მსჯელობით იხსნება.