ინგა გრიგოლია ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია, რომლის ეთერშიც წონის კლების შესახებ საუბრობს.
ჟურნალისტმა ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა და საზოგადოებას თავის გამოცდილებას უზიარებს.
„შენ თვითონ შენი თავი თუ არ მოგწონს, უბედური ხარ, არც საქმეში ვარგიხარ, არც სახლში.
ანალიზები ოპერაციის მერე სრულიად შეცვლილია, რაც ადრე მაწუხებდა ახლა აღარ მაწუხებს.
როცა ბედნიერი ხარ, შენს ცხოვრებაში სიახლეები იწყება. სულ ვნანობ იმ დაკარგულ 5 წელს, როცა ჩემს დას არ წავყევი დავით აბულაძესთან და არ გავიკეთე ბარიატრიული ოპერაცია“, – ამბობს ინგა გრიგოლია.