LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც…“ – მსახიობი ვანო იანტბელიძე „იმედის“ ეთერში ქალიშვილის შესახებ საუბრობს, რომელიც მამას არ აღიარებს

243
ვანო იანტბელიძე

მსახიობი ვანო იანტბელიძე საუბრობს, როგორ უარყო უფროსმა ქალიშვილმა. ამის შესახებ ის ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „სიცრუის დეტექტორში“ საუბრობს.

„მე და ჩემი მეუღლე დავშორდით. ერთი წელი მე და გეგე სულხანიშვილი ვცხოვრობდით ერთად. რომ დავშორდით, ვერ ვამბობდით. გეგეს პირველი ცოლის დისშვილი მყავდა ცოლად. ვისაც გაჰყვა ჩემი ყოფილი ცოლი, ისიც ცნობილი კაცი იყო, თამაზ ანთაძე. არ გამაგებინეს, ჩემი შვილი ისე წაიყვანეს ქუვეითში, სადაც მუშაობდა თამაზი. მამობილთან იზრდებოდა. როცა თბილისში ცხოვრობდნენ, ჩავდიოდი, გაჭირვებულ დღეში ვიყავი… ჩემს მეორე შვილთან, თამთასთან ერთად მივედი სამშობიაროში, სადაც ჩემმა პირველმა ქალიშვილმა შვილი გააჩინა…“

გეგე სულხანიშვილი ჰყვება, რომ ვანოს უფროსმა ქალიშვილმა, რომელმაც შვილი გააჩინა, მამა და ნახევარდა არ მიიღო – „ახლა მაქვს ნელ-თბილი ურთიერთობა…“, აღნიშნავს ვანო იანტბელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g